ახალი კურსები სიახლეები

სცადეთ Android აპლიკაცია!

მარტი 30, 2016

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია: როგორც იქნა, WordDive აპლიკაცია Android სისტემისთვის თითქმის მზადაა! საჯარო სატესტო ვერსია მისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის – საბოლოო, ოფიციალური ვერსიის გაშვებამდე გვინდა, გავიგოთ თქვენი აზრი და ვინ იცის, შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი აპლიკაცია!

თუ გინდათ გამოიყენოთ WordDive-ის ახალი აპლიკაცია, გადმოიწერეთ იგი თქვენს Android ტელეფონზე და დაიწყეთ ვარჯიში! სხვათა შორის, აპლიკაცია შემდეგი თვისებებით გამოირჩევა:

android_mikko

  • სუფთა და დახვეწილი ვიზუალი, რაც აპლიკაციის გამოყენებას ამარტივებს
  • ვარჯიშის სამი დონე: მარტივი, საშუალო და ძირითადი.
  • პროგრესის განახლება რეალურ დროში.
  • პროგრესის სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე.

 

არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები აპლიკაციის გამოყენების შემდეგ! მუშაობს თუ არა ყველაფერი ისე, როგორც მოსალოდნელია? რისი გაუმჯობესება შეიძლება? ჩვენ მართლა გვინდა მაქსიმალურად იდეალური და უნაკლო აპლიკაცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და თითოეული თქვენგანის კომენატარი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. თქვენი კომენტარის გამოგზავნა პირდაპირ აპლიკაციიდანვე შეგიძლიათ: შედით მენიუში და აირჩიეთ მოსაზრების გაზიარება (იხ. სურათები). გინდათ, გამოგვიგზავნოთ სქრინები? მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი ელ.ფოსტაზე: info@worddive.com

feedback_GE_mini_full

რადგანაც ახლა სატესტო ვერსიაზე ვსაუბრობთ, აპლიკაციაში კურსების შეძენა ან მისი Google Play Store-ში პოვნა ჯერ შეუძლებელია. სხვა მხრივ კი აპლიკაცია სრული ფუნქციონალით არის აღჭურვილი და მისი გადმოწერა ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ:

TRY THE ANDROID APP NOW!

უღრმესი მადლობა ყველა მომხმარებელს, ვინც ამდენი ხანი ელოდა Android აპლიკაციას – ცოტაც დარჩა!

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.