ახალი კურსები

ისწავლეთ ესპანური ზმნების უღლება!

აპრილი 18, 2016

ძალიან კარგი ამბავი ყველასთვის, ვინც ესპანურს სწავლობს: ამომწურავ კურსს შეემატა ახალი გრამატიკული კურსი! ზმნებს უღლება აწმყო დროში გაგაცნობთ წესიერი ზმნების უღლევბას. კურსი გამოადგება ყველას – იმათაც, ვინც პირველად შეეხება ამ თემას ესპანურ ენაში და იმათაც, ვისაც ენის გახსენება სურს.

Spanish coursesზმნების უღლება ნებისმიერ ენაში (ინგლისურის გარდა, ალბათ) ერთ–ერთი ყველაზე რთული საკითხია. ესპანურშიც ასეა –უღლების სწავლა ენის გრამატიკის ყველაზე რთულ ნაწილად ითვლება. შეგაშინოთ? ზმნას დაახლოებით 50 სხვადასხვა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს. ცხადია, ქართულთან შედარებით არც ისე საშიშად გამოიყურება ეს რიცხვი, მაგრამ ქართული უკვე ვიცით და აი კიდევ 50 ფორმის სწავლა თითო ზმნისთვის…

… არც ისე რთული იქნება! იმიტომ რომ არსებობს WordDive მეთოდი. შეგიძლიათ დაივიწყოთ მოსაწყენი ცხრილები და სავარჯიშოები, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ესპანური ზმნების ახლა აწმყო და შემდეგ ყველა სხვა დროშიც უღლება მარტივად, მხიარულად და სწრაფად ისწავლოთ.

თქვენ ისწავლით სამივე ტიპის ( –ar, –ir  და –er)  წესიერი ზმნების უღლებას და ასევე რამდენიმე გავრცელებული უწესო ზმნისასაც, როგორც მტკიცებით, ასევე უარყოფით ფორმებში. ბონუსად, ისწავლით ბევრ სასარგებლო სიტყვასა და ფრაზას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.

დაიწყეთ სწავლა ახლავე და მალევე შეამჩნევთ, რამდენად გაგიმდიდრებთ ეს კურსი ეპსპანურის ზოგად ცოდნას!

Cესპანურის ამომწურავ კურსში უკვე არის ორი სხვა გრამატიკული კურსი. პირველი გასწავლით ესპანური ყოფნის აღმნიშვნელი ზმნების გამოყენებას, მეორე კი ესპნურ ნაცვალსახელებს. ასევე არ დაგავიწყდეთ ლექსიკურ სავარჯიშოებშიც კი მიაქციოთ ყურადღება სამაგალითო წინადადებებს – ასე ძალიან ბევრ რამეს ისწვლით ესპანური გრამატიკისა და სინტაქსის შესახებ.

თუ გინდათ მეტი გაიგოთ ესპანურის გრამატიკის შესახებ, ეწვიეთ WordDive–ისგრამატიკის გვერდს.

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.