სიახლეები

დაისახეთ მიზანი – WordDive კი შესაბამის კურსებს შეგირჩევთ!

მარტი 14, 2016

ჩვენს სერვისს კიდევ ერთი მოსახერხებელი ფუნქცია ემატება! ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რა მიზნით გინდათ ენის შესწავლა და WordDive შეგატყობინებთ, რომელი კურსები უნდა შეისწავლოთ ამ მიზნის მისაღწევად. ყველა საჭირო კურსი სირთულისა და თანმიმდევრობის მიხედვით დალაგდება.

ახალი ფუნქცია მისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ჩართული აქვს ამომწურავი კურსი. კერძოდ კი, ახლა შემდეგი მიზნების დასახვა შეგიძლიათ:

 მოგზაურობა

თუ ენის სწავლა მოგზაურობისთვის მომზადების ფარგლებში გადაწყვიტეთ, ესაა თქვენი მიზანი! კურსები შეგასწავლით მოგზაურობისთვის საჭირო სიტყვებს, ფრაზებსა და აუცილებელი გრამატიკის მინიმუმს. სწავლას საწყისებიდან დაიწყებთ, მაგრამ რადგანაც მხოლოდ მიზნისთვის აუცილებელ მასალას მოგაწვდით, შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ.

სამუშაო

აირჩიეთ ეს მიზანი, თუ ენის საწყისები უკვე იცით და ახლა ამ ენაზე სამუშაოდ ემზადებით. შესაბამისად, კურსები ორიენტირებული იქნება ბიზნეს–ლექსიკაზე, სამუშაო გარემოში გამოყენებად ფრაზებსა და აუცილებელი გრამატიკის შესწავლაზე – მიზანია, რომ შეძლოთ მარტივად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციებს.

 იმიგრაცია

ეს არის საუკეთესო არჩევანი, თუ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას აპირებთ და სწრაფად და ეფექტურად გინდათ, გაეცნოთ მის ენას. კურსი ორიენტირებული იქნება იმ ენობრივ უნარებზე, რომლებიც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 ენის საფუძვლები

ენის საფუძვლების დაუფლება გინდათ? ამ პაკეტში შევა ყველა დაწყებითი დონის კურსი, სირთულის მიხდვით განლაგებული. დასრულების შემდეგ არა მხოლოდ თავისუფლად შეძლებთ საუბრის წარმართვას, არამედ მარტივად შეძლებთ გააგრძელოთ ენის ცოდნის გაღრმავება.

 გაძლიერებული დონე

დაისახეთ ეს მიზანი, თუ გინდათ გააღრმავოთ თქვენი ცოდნა უკვე მიღწეული მიზნების შემდეგ ან თუ WordDive მეთოდით სწავლის დაწყებამდე უკვე აითვისეთ ენის საფუძვლები. პაკეტში შედის ყველა საშუალო და გაძლიერებული დონის კურსები, სირთულის მიხედვით დალაგებული.

მიზნის დასახვა სავარჯიშოს გვერდიდან კურსების არჩევის მენიუდან შეგიძლიათ: შესაბამისი მიზნის პოვნა ჩამოსაშლელ მენიუში შეიძლება. მიზნის შეცვლა კი ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. ერთი კურსის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაინახავთ, რომელ კურსზე უნდა გადახვიდეთ.

ამ ახალი ფუნქციის მიზანია გაგიმარტივოთ სწავლის პროცესი და შეგირჩიოთ თქვენი მიზნისთვის საუკეთესო კურსები. თუმცა თქვენ მაინც შეგიძლიათ გაიაროთ ნებისმიერი კურსები, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით. სწრაფი სწავლის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი არის დაინტერესება, ამიტომ, არაფერი უჭირს თუ სწავლას დაიწყებთ კურსებით ხელოვნება და კულტურა, სპორტი ან საჭმელი და სასმელი.

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჩვენი ამომწურავი კურსი, დროა გააკეთოთ ეს და გამოიყენოთ ყველა დამატებითი შესაძლებლობა, რომელთაც იგი გთავაზობთ!

 

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.