Uncategorized

Worddive – ის ახალი ფუნქცია დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში!

თებერვალი 2, 2015

WordDiveის ახალი ფუნქცია გაძლევთ საშუალებას უკეთეს შედეგს მიაღწიოთ!

ყველა სხვადასხვა მიზნით ვსწავლობთ უცხო ენას: ვიღაცისთვის ეს ჰობია, ვიღაცა მოგზაურობას აპირებს, ვიღაცას კი საზღვარგარეთ მუშაობა უწევს და მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეძლოს თავისუფლად საუბარი. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით სწავლობთ ენას – მთავარია, დაისახოთ ეს მიზანი, განსაკუთრებით კი – თუ ენას დამოუკიდებლად ეუფლებით. WordDive გთავაზობთ ეფექტურ ფუნქციას, რომელიც არა მხოლოდ დაგეხმარებათ, მოკლე და გრძელვადიანი მიზნები დაისახოთ, არამედ იქნება მათი მიღწევის ერთ–ერთი მოტივატორიც კი. თქვენ გადაწყვეტთ. რამდენი ხანი აპირებთ იმეცადინოთ, პროგრამა კი გაჩვენებთ, რამდენად ახლოს ხართ მიზანთან.

როგორ მუშაობს ეს ფუნქცია?

როცა თქვენ იწყებთ ენის შესწავლას, WordDive-ის სისტემა რაღაც დროის შემდეგ ადგენს თქვენს ცოდნის დონეს და ათვისების სიჩქარეს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ერთეულს პერმანენტულად დაიმახსოვრებთ (ეს კი, როგორც წესი, პირველივე დღეებში ხდება), თქვენ შეგეძლებათ დაისახოთ გარკვეული მიზანი უახლოესი კვირისთვის. ამისთვის გვერდზე “სავარჯიშო”, უნდა ნახოთ განყოფილება “მთლიანი პროგრესი” და დააწვეთ ღილაკს “შეცვლა”.

მიზანი 1ამის შემდეგ სწავლის თქვენთვის სასურველი სიჩქარე უნდა აირჩიოთ. მოიფიქრეთ, კვირაში რამდენი დღე და დღეში რამდენი წუთი შეგიძლიათ დაუთმოთ მეცადინეობას. დასახული მიზნის მიღწევა არ არის ყოველთვის მარტივი, მაგრამ ყოველთვისაა რეალური. WordDive–მა უკვე იცის თქვენი ინდივიდუალური დონე და შეუძლია, დაახლოებით გამოგითვალოთ, რამდენი კვირა დაგჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღებად.

მიზანი 2

 

თქვენს პროგრესს შეგიძლიათ თვალ–ყური ადევნოთ გვერდზე “სავარჯიშო”. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ მასალის მოწოდების სიჩქარე; თუ სწავლა წარმატებით მიმდინარეობს და დასახული მიზნის მიღწევა უფრო სწრაფად გინდათ, უბრალოდ, მოუმატეთ სიჩქარეს გვერდზე “პარამეტრები” განყოფილებაში “კურსის სპეციფიკური პარამეტრები” “პროგრესის სიჩქარის” მაჩვენებლის გაზრდით.

დაიწყეთ ამ ფუნქციის გამოყენება ახლავე  და თქვენ დაინახავთ, რომ მიზნის დასახვა და პროგრესზე დაკვირვება საუკეთესო შედეგის მიღწევის მოტივაციას გიზრდით!

საუკეთესო სურვილებით

ვორდდაივის გუნდი

ესეც დაგაინტერესებთ

1 კომენტარი

  • პასუხი კატო ლომბის უცხო ენების სწავლის ათი წესი და WordDive-ის მეთოდი | Dive into Language ოგორც 22:01

    […] იცოდით, რომ WordDive-ზე მიზნის დასახვა შეგიძალიათ? გადაწყვიტეთ, რამდენი დრო გინდათ, რომ დაუთმოთ სწავლას ყოველდღიურად და გაიგეთ, რა შედეგების მიღწევა შეგიძლიათ! წაიკითხეთ მეტი აქ […]

  • გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კატო ლომბის უცხო ენების სწავლის ათი წესი და WordDive-ის მეთოდი | Dive into Language პასუხის გაუქმება

    CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.