კატეგორიის ჩატრვირთვა

სასარგებლო პოსტები

სასარგებლო პოსტები

ვნახოთ, რამდენად კარგად აღიქვამთ ინგლისურს სმენით!

მარტი 27, 2016

თუ რაღაც დონეზე იცით ინგლისური და, მითუმეტეს, თუ მას ჩვენთან ერთად სწავლობთ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ გაარჩიოთ სმენით ცალკეული სიტყვები და ფრაზები. მაგრამ დროა ვნახოთ, როგორ უმკლავდებით დიდ ტექსტებს! ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ხუთი სხვადასხვა ვიდეო – მოუსმინეთ და ივარჯიშეთ ინგლისურის სმენით აღქმაში. 1. 12 წუთი ძალიან მაგარი ასტროფიზიკოსი საკმაოდ სწრაფად და ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს ასტროფიზიკაზე ინგლისურად. ვიდეოს აქვს როგორც ინგლისური, ასევე.. ტამ ტამ ტამ… ქართული სუბტიტრებიც! 2. აქ კი მხიარული ქალბატონი გვიხსნით, რომელ სიტყვებში არ გამოითქმის ზოგი ასო. ძალიან სასარგებლო ვიდეოა. ერთვის…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

10 ციტატა უცხო ენების შესახებ, რომელიც ძალიან მოგვწონს

თებერვალი 4, 2016

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ 3 მამოტივირებელი სურათი დავპოსტეთ? ბევრს მოეწონა და ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაზე სანუკვარი გაგიზიაროთ: ის გამონათქვამები ენებისა და მათი სწავლის შესახებ შესახებ, რომლებიც ყოველ დღე შთაგვაგობენენ. ციტატები მოცემულია ინგლისურად, ქართული თარგმანით: სასიამოვნოსა და სასარგებლოს ვაერთიანებთ. დავიწყოთ! 1. “თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ ერთ ენას, თუ ორი მაინც არ გესმით” — ჯოფრი უილანსი 2. “ფლობდეთ მეორე ენას ნიშნავს ფლობდეთ მეორე სულს” – კარლოს დიდი 3. “თუ ადამიანს იმ ენაზე ესაუბრებით, რომელიც ესმის, თქვენ მიმართავთ მის გონებას. თუ კი მის მშობლიურ ენაზე ესაუბრებით,…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

როგორ ვისწავლოთ რამდენიმე ენა ერთდროულად

იანვარი 15, 2016

71 წლის იააკო კაარია ენების სწავლის ვეტერანია – ახლა კი იგი ერთდროულად სამ ენას სწავლობს: რუსულს, იტალიურსა და ესპანურს. WordDive მეთოდით ვარჯიშს კაარია ენის კურსებსა და უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობას უმატებს და მისი თქმით, სამი ენის ერთად სწავლა მას არანაირ პრობლემებს არ უქმნის. რუს მეგობარს კვირაში ორჯერ ვხვდები – იგი რუსულს მასწავლის, მე კი ფინურს. თავიდან ჩვენი შეხვედრები ძალიან მხიარული იყო, იმიტომ რომ საერთო ენა არ გვქონდა – ინგლისური საერთოდ არ იცის. ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი რუსი გავიცანი, რომელსაც…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

დრო და მოტივაცია – სად ვიპოვოთ ან ერთი, ან მეორე

იანვარი 5, 2016

თქვენ შეიძინეთ სასწავლო კურსი, ენთუზიაზმით იმეცადინეთ მთელი პირველი კვირა და შემდეგ.. ჯერ სამსახურში სასწრაფო პროექტი გამოჩნდა, ან უნივერსიტეტში გამოცდების კვირა დაიწყო. ამას აბაზანის განახლების დრო მოჰყვა, მერე ახლობელს თქვენი დრო და ყურადღება დასჭირდა. თქვენი ჩვეული რიტმი დაირღვა და, აი, უკვე ფიქრობთ, რომ სწავლის დრო არ გაქვთ. გეცნობათ ვითარება? ამ წერილში გვინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ უცხო ენების სწავლის დრო და მეტი მოტივაციით შეუდგეთ მეცადინეობას. 1. თქვენი მიზანი მარტივად მისაღწევი უნდა იყოს როცა მიზანს აღწევთ, თქვენი ენერგია და მოტივაცია…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

ნახეთ, რა კურსებს გირჩევთ WordDive

იანვარი 4, 2016

მომავალ ზაფხულს კარგი არდადეგების გატარება გინდათ? ინგლისურის კურსი მოგზაურობისთვის – 600 ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა და ფრაზა, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს შთაბეჭდილებებს. არ დაიბნეთ გზის გაგნებისას, შოპინგისას და კაფეში ვახშმის შეკვეთისას! უფრო ამბიციურებს კი ინგლისურის ამომწურავ კურსს გთავაზობთ – ახალ შთაბეჭდილებებს ახალი მეგობრები რომ დაუმატოთ! აპირებთ დასასვენებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად თურქეთში წასვლას? მოგზაურობა სტამბულში, მუშაობა იზმირში თუ განათლება ანკარაში – სამივე ვარიანტი ზღაპრულად ჟღერს. თავგადასავლებით სავსე ახალი ცხოვრებისთვის კი აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის ენის შესწავლა. თურქულის კარგი ცოდნა ყოველთვის და ყველგან გამოგადგებათ. სწავლა გერმანიაში უმაღლესი…

კითხვის გაგრძელება

Uncategorized სასარგებლო პოსტები

WordDive მეთოდით სწავლის სამი დონე

დეკემბერი 8, 2015

როცა თქვენ WordDive მეთოდით სწავლობთ, თქვენ ეუფლებით ახალ ენას სასწავლო ერთეულების დამახსოვრებით. მაგალითად, სიტყვა ვაშლი  არის ერთი სასწავლო ერთეულის ბირთვი. თქვენ სწავლობთ მის გამოთქმას, მართლწერას, მნიშვნელობას და კონტექსტს, რომელშიც მისი გამოყენება შეიძლება. ამ უკანასკნელის ათვისებაში ჩვენი სპეციალისტების მეირ შერჩეული, შედგენილი და გახმოვანებული სამაგალითო წინადადებები გეხმარებათ. სასწავლო ერთეული სამ სხვადასხვა ფაზას გადის სწავლის პროცესში. ჩვენ მათ სწავლის სამ დონეს ვეძახით. დაწყებული აქ ყველაფერი მარტივია – თქვენ უკვე დაიწყეთ ამ ერთეულის სწავლა, ანუ ის ერთხელ მაინც შეგხვდათ. მაგალითად, თქვენ იცნობთ ამ ერთეულს, თუ…

კითხვის გაგრძელება