კატეგორიის ჩატრვირთვა

ახალი კურსები

ახალი კურსები საინფორმაციო წერილი

რა ხდება, თუ თქვენი პასუხი თითქმის სწორია?

მაისი 9, 2016

ენების სწავლისას შეცდომებს ყველა უშვებს – ეს ბუნებრივი პროცესია. დიდი ალბათობით, სანამ სიტყვას ან ფრაზას მთლიანად დაიმახსოვრებთ, თქვენ იგი ნაწილობრივ გამახსოვრდებათ. სწორედ ამიტომ WordDive ნებისმიერი წარმატებული მცდელობისას გამხნევებთ და დამატებით ქულებს გაძლევთ. პროგრამაში პასუხის გაცემის შემდეგ თქვენ დაინახავთ პასუხის ხატულად, რომელიც შეგატყობინებთ, რამდენად სწორად უპასუხეთ და რამდენი ქულა მიიღეთ. ჯამში ხუთი განსხვავებული ხატულა გვაქვს: არასწორი. ამჯერად პასუხის ველი ცარიელი იყო, ან პასუხი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა. თუმცა ქულებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ მიიღებთ, მთავარი ისაა, რომ WordDive ამ სასწავლო ერთეულს ზუსტად იმდენჯერ…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

ისწავლეთ ესპანური ზმნების უღლება!

აპრილი 18, 2016

ძალიან კარგი ამბავი ყველასთვის, ვინც ესპანურს სწავლობს: ამომწურავ კურსს შეემატა ახალი გრამატიკული კურსი! ზმნებს უღლება აწმყო დროში გაგაცნობთ წესიერი ზმნების უღლევბას. კურსი გამოადგება ყველას – იმათაც, ვინც პირველად შეეხება ამ თემას ესპანურ ენაში და იმათაც, ვისაც ენის გახსენება სურს. ზმნების უღლება ნებისმიერ ენაში (ინგლისურის გარდა, ალბათ) ერთ–ერთი ყველაზე რთული საკითხია. ესპანურშიც ასეა –უღლების სწავლა ენის გრამატიკის ყველაზე რთულ ნაწილად ითვლება. შეგაშინოთ? ზმნას დაახლოებით 50 სხვადასხვა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს. ცხადია, ქართულთან შედარებით არც ისე საშიშად გამოიყურება ეს რიცხვი, მაგრამ ქართული უკვე ვიცით…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები სიახლეები

სცადეთ Android აპლიკაცია!

მარტი 30, 2016

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია: როგორც იქნა, WordDive აპლიკაცია Android სისტემისთვის თითქმის მზადაა! საჯარო სატესტო ვერსია მისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის – საბოლოო, ოფიციალური ვერსიის გაშვებამდე გვინდა, გავიგოთ თქვენი აზრი და ვინ იცის, შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი აპლიკაცია! თუ გინდათ გამოიყენოთ WordDive-ის ახალი აპლიკაცია, გადმოიწერეთ იგი თქვენს Android ტელეფონზე და დაიწყეთ ვარჯიში! სხვათა შორის, აპლიკაცია შემდეგი თვისებებით გამოირჩევა: სუფთა და დახვეწილი ვიზუალი, რაც აპლიკაციის გამოყენებას ამარტივებს ვარჯიშის სამი დონე: მარტივი, საშუალო და ძირითადი. პროგრესის განახლება რეალურ დროში. პროგრესის სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე.   არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

2 ახალი კურსი, რომელიც თქვენს შვედურს გააუმჯობესებს

მარტი 7, 2016

  სკანდინავურ ქვეყნებში შვედური ძალიან მნიშვნელოვანი ენაა, როგორც სწავლისთვის, ასევე სამუშაოსთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიხარია, რომ შვედურის ამომწურავ პაკეტს ორი გაძლიერებული დონის კურსი დავუმატეთ: შვედური ბიზნესისთვის  და შვედური არსებითი სახელების ბრუნება. ეს კურსები შემდეგ საკითხებს შეგასწავლით:  შვედური ბიზნესისთვის თუ სკანდინავურ ქვეყნებში ნებისმიერი სახის საქმიანი კავშირების დახმარება გინდათ, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი. იგი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც უკვე ფლობს საწყისებს, მაგრამ სურს სპეციფიკური ლექსიკის შესწავლა.კონკრეტულად კი, აი, ამ თემებს გასწავლით: ზოგადი საქმიანი ლექსიკა სამუშაო გარემო ვაჭრობა ფინანსები და ანგარიში    შვედური არსებითი სახელების…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

ისწავლეთ იტალიურის გრამატიკა

მარტი 3, 2016

Buongiorno! ყველასთვის, ვინც იტალიურს სწავლობს შესანიშნავი ამბავი გვაქვს: მზადაა იტალიური ენის გრამატიკის პირველი კურსი. კურსი შეგასწავლით იტალიური ზმნების უღლებას აწმყო დროში და გამოსადეგი იქნება ყველა დამწყები მოსწავლისთვის. იტალიურ ზმნებს აწმყო დროში აქვთ განსაკუთრებული ფორმა 6 პირიდან ყოველივესთვის – რაც შეიძლება რთულია იმათთვის, ვისთვისაც მშობლიური ენა ინგლისურია, თუმცა საკმაოდ მარტივი აღსაქმელია ჩვენთვის, ვისაც საუბარში ქართული ზმნების მსგავსი წესებით უღლება გვიწევს. თანაც WordDive მეთოდით ზმნების სწავლაც კი მარტივი და სასიამოვნოა! კურსში იტალიური ზმნების უღლება აწმყო დროში თქვენ ისწავლით: როგორ ისაუბროთ ყოველდღიურ ქმედებებზე გავრცელებული ზმნების გამოყენებით…

კითხვის გაგრძელება

Uncategorized ახალი კურსები

ახალი კურსები: რუსული ენის გრამატიკის სავარჯიშოები

თებერვალი 18, 2016

სიხარულით მოგახსენებთ, რომ რუსულის ამომწურავ პაკეტს  ორი ახალი გრამატიკული კურსი დავუმატეთ. შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ რუსულის ცოდნის გაღრმავებას – ორივე კურსი დამწყებებზე არის გათვლილი. ნაცვალსახელები და ზედსართავები ამ კურსში თქვენ ბევრ სასარგებლო ნაცვალსახელსა და ზედსართავს ისწავლით. ეს ორი თემა ერთ კურსში იმიტომაა გაერთიანებული, რომ მათ საკმაოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ. ნაცვალსახელებში კერძოდ პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებს გავეცნობით. მაგალითად, იმისთვის რომ თქვათ  “Спаси́бо тебе́” (გმადლობ) გჭირდებათ პირის ნაცვალსახელი შენ  –  “ты”. თუ გინდათ გამოხატოთ საკუთრება, მაშინ გჭირდებათ კუთვნილებითი ნაცვალსახელი: “Моё я́блоко в той су́мке”…

კითხვის გაგრძელება