არქივი თვეების მიხედვით

მარტი 2016

ახალი კურსები სიახლეები

სცადეთ Android აპლიკაცია!

მარტი 30, 2016

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია: როგორც იქნა, WordDive აპლიკაცია Android სისტემისთვის თითქმის მზადაა! საჯარო სატესტო ვერსია მისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის – საბოლოო, ოფიციალური ვერსიის გაშვებამდე გვინდა, გავიგოთ თქვენი აზრი და ვინ იცის, შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი აპლიკაცია! თუ გინდათ გამოიყენოთ WordDive-ის ახალი აპლიკაცია, გადმოიწერეთ იგი თქვენს Android ტელეფონზე და დაიწყეთ ვარჯიში! სხვათა შორის, აპლიკაცია შემდეგი თვისებებით გამოირჩევა: სუფთა და დახვეწილი ვიზუალი, რაც აპლიკაციის გამოყენებას ამარტივებს ვარჯიშის სამი დონე: მარტივი, საშუალო და ძირითადი. პროგრესის განახლება რეალურ დროში. პროგრესის სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე.   არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

ვნახოთ, რამდენად კარგად აღიქვამთ ინგლისურს სმენით!

მარტი 27, 2016

თუ რაღაც დონეზე იცით ინგლისური და, მითუმეტეს, თუ მას ჩვენთან ერთად სწავლობთ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ გაარჩიოთ სმენით ცალკეული სიტყვები და ფრაზები. მაგრამ დროა ვნახოთ, როგორ უმკლავდებით დიდ ტექსტებს! ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ხუთი სხვადასხვა ვიდეო – მოუსმინეთ და ივარჯიშეთ ინგლისურის სმენით აღქმაში. 1. 12 წუთი ძალიან მაგარი ასტროფიზიკოსი საკმაოდ სწრაფად და ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს ასტროფიზიკაზე ინგლისურად. ვიდეოს აქვს როგორც ინგლისური, ასევე.. ტამ ტამ ტამ… ქართული სუბტიტრებიც! 2. აქ კი მხიარული ქალბატონი გვიხსნით, რომელ სიტყვებში არ გამოითქმის ზოგი ასო. ძალიან სასარგებლო ვიდეოა. ერთვის…

კითხვის გაგრძელება

სიახლეები

სპეციალური სიმბოლოები ახლა გრამატიკის სავარჯიშოშიც!

მარტი 21, 2016

თუ უცხო ენას სწავლობთ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ მისი ანბანი ხშირად ისეთ სიმბოლოებს შეიცავს, რომლებიც თქვენს კლავიატურაზე არ მოიპოვება. ინგლისურს ეს არ ეხება, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ სწავლობთ გერმანულს, ესპანურს, იტალიურს, შვედურს ან ფინურს? როგორ უნდა აკრიფოთ კლავიატურაზე ß ან ñ? ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიმარტივოთ საქმე არა მხოლოდ ლექსიკურ სავარჯიშოებში, არამედ გრამატიკულშიც. ახლა თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ მენიუს სპეციალური სიმბოლოები და აირჩიოთ საჭირო ასო – ესაა და ეს! ასევე, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს კომპიუტერზე ან პლანშეტზე სასურველი ენის კლავიატურა ან უბრალოდ ისწავლოთ სპეციალური…

კითხვის გაგრძელება

სიახლეები

დაისახეთ მიზანი – WordDive კი შესაბამის კურსებს შეგირჩევთ!

მარტი 14, 2016

ჩვენს სერვისს კიდევ ერთი მოსახერხებელი ფუნქცია ემატება! ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რა მიზნით გინდათ ენის შესწავლა და WordDive შეგატყობინებთ, რომელი კურსები უნდა შეისწავლოთ ამ მიზნის მისაღწევად. ყველა საჭირო კურსი სირთულისა და თანმიმდევრობის მიხედვით დალაგდება. ახალი ფუნქცია მისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ჩართული აქვს ამომწურავი კურსი. კერძოდ კი, ახლა შემდეგი მიზნების დასახვა შეგიძლიათ:  მოგზაურობა თუ ენის სწავლა მოგზაურობისთვის მომზადების ფარგლებში გადაწყვიტეთ, ესაა თქვენი მიზანი! კურსები შეგასწავლით მოგზაურობისთვის საჭირო სიტყვებს, ფრაზებსა და აუცილებელი გრამატიკის მინიმუმს. სწავლას საწყისებიდან დაიწყებთ, მაგრამ რადგანაც მხოლოდ მიზნისთვის აუცილებელ მასალას…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

2 ახალი კურსი, რომელიც თქვენს შვედურს გააუმჯობესებს

მარტი 7, 2016

  სკანდინავურ ქვეყნებში შვედური ძალიან მნიშვნელოვანი ენაა, როგორც სწავლისთვის, ასევე სამუშაოსთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიხარია, რომ შვედურის ამომწურავ პაკეტს ორი გაძლიერებული დონის კურსი დავუმატეთ: შვედური ბიზნესისთვის  და შვედური არსებითი სახელების ბრუნება. ეს კურსები შემდეგ საკითხებს შეგასწავლით:  შვედური ბიზნესისთვის თუ სკანდინავურ ქვეყნებში ნებისმიერი სახის საქმიანი კავშირების დახმარება გინდათ, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი. იგი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც უკვე ფლობს საწყისებს, მაგრამ სურს სპეციფიკური ლექსიკის შესწავლა.კონკრეტულად კი, აი, ამ თემებს გასწავლით: ზოგადი საქმიანი ლექსიკა სამუშაო გარემო ვაჭრობა ფინანსები და ანგარიში    შვედური არსებითი სახელების…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

ისწავლეთ იტალიურის გრამატიკა

მარტი 3, 2016

Buongiorno! ყველასთვის, ვინც იტალიურს სწავლობს შესანიშნავი ამბავი გვაქვს: მზადაა იტალიური ენის გრამატიკის პირველი კურსი. კურსი შეგასწავლით იტალიური ზმნების უღლებას აწმყო დროში და გამოსადეგი იქნება ყველა დამწყები მოსწავლისთვის. იტალიურ ზმნებს აწმყო დროში აქვთ განსაკუთრებული ფორმა 6 პირიდან ყოველივესთვის – რაც შეიძლება რთულია იმათთვის, ვისთვისაც მშობლიური ენა ინგლისურია, თუმცა საკმაოდ მარტივი აღსაქმელია ჩვენთვის, ვისაც საუბარში ქართული ზმნების მსგავსი წესებით უღლება გვიწევს. თანაც WordDive მეთოდით ზმნების სწავლაც კი მარტივი და სასიამოვნოა! კურსში იტალიური ზმნების უღლება აწმყო დროში თქვენ ისწავლით: როგორ ისაუბროთ ყოველდღიურ ქმედებებზე გავრცელებული ზმნების გამოყენებით…

კითხვის გაგრძელება