არქივი თვეების მიხედვით

თებერვალი 2016

Uncategorized

დაგეგმეთ სწავლა WordDive მეთოდით

თებერვალი 25, 2016

WordDive გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ როცა და სადაც გინდათ, იმდენი, რამდენიც გინდათ. თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია სწავლას მეტ–ნაკლებად სისტემატური ხასიათი მიეცეს. ეფექტური ვარჯიშისთვის საჭიროა დაგეგმოთ ვარჯიშის დრო, დაისახოთ ცხადი და მიღწევადი მიზანი და დააკვირდეთ პროგრესს. სასიამოვნო ბონუსი – ეს თქვენს მოტივაციაზეც აისახება! წინა თვეში უკვე მოგიყევით, როგორ იპოვოთ დრო უცხო ენების სასწავლად, მაგრამ იცით თუ არა, რომ WordDive–ს აქვს თავისი მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელიც ვარჯიშის დაგეგმარებაში დაგეხმარებათ? ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი მიზნების მისაღწევად საჭირო ვარჯიშის დრო და ინტენსივობა. როგორ გამოვიყენოთ ეს…

კითხვის გაგრძელება

Uncategorized ახალი კურსები

ახალი კურსები: რუსული ენის გრამატიკის სავარჯიშოები

თებერვალი 18, 2016

სიხარულით მოგახსენებთ, რომ რუსულის ამომწურავ პაკეტს  ორი ახალი გრამატიკული კურსი დავუმატეთ. შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ რუსულის ცოდნის გაღრმავებას – ორივე კურსი დამწყებებზე არის გათვლილი. ნაცვალსახელები და ზედსართავები ამ კურსში თქვენ ბევრ სასარგებლო ნაცვალსახელსა და ზედსართავს ისწავლით. ეს ორი თემა ერთ კურსში იმიტომაა გაერთიანებული, რომ მათ საკმაოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ. ნაცვალსახელებში კერძოდ პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებს გავეცნობით. მაგალითად, იმისთვის რომ თქვათ  “Спаси́бо тебе́” (გმადლობ) გჭირდებათ პირის ნაცვალსახელი შენ  –  “ты”. თუ გინდათ გამოხატოთ საკუთრება, მაშინ გჭირდებათ კუთვნილებითი ნაცვალსახელი: “Моё я́блоко в той су́мке”…

კითხვის გაგრძელება

სასარგებლო პოსტები

10 ციტატა უცხო ენების შესახებ, რომელიც ძალიან მოგვწონს

თებერვალი 4, 2016

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ 3 მამოტივირებელი სურათი დავპოსტეთ? ბევრს მოეწონა და ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაზე სანუკვარი გაგიზიაროთ: ის გამონათქვამები ენებისა და მათი სწავლის შესახებ შესახებ, რომლებიც ყოველ დღე შთაგვაგობენენ. ციტატები მოცემულია ინგლისურად, ქართული თარგმანით: სასიამოვნოსა და სასარგებლოს ვაერთიანებთ. დავიწყოთ! 1. “თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ ერთ ენას, თუ ორი მაინც არ გესმით” — ჯოფრი უილანსი 2. “ფლობდეთ მეორე ენას ნიშნავს ფლობდეთ მეორე სულს” – კარლოს დიდი 3. “თუ ადამიანს იმ ენაზე ესაუბრებით, რომელიც ესმის, თქვენ მიმართავთ მის გონებას. თუ კი მის მშობლიურ ენაზე ესაუბრებით,…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები სიახლეები

გაიმარტივებთ სწავლას WordDive მეთოდით – ახალი ფუნქციები

თებერვალი 2, 2016

ახლა დახმარება და მინიშნებები WordDive–ის გამოყენებასთან დაკავშირებით მისაწვდომია პირდაპირ სავარჯიშოს გვერდზე. დააჭორეთ ახალ ხატულას დახმარება და დაუყოვნებლივ გადადით მოკლე სახელმძღვანელოში, სადაც გაიგებთ, როგორ უნდა ივარჯიშოთ. კურსების მენიუში კი ახლა სპეციფიკური სახელმძღვანელოების ნახვაც შეგიძლიათ: ენების სახელმძღვანელოების. აქ შეიძლება იპოვოთ ზოგადი ინფორმაცია ენაზე ან გრამატიკის ტექსტური სახელმძღვანელო. თუ თქვენი კითხვები ტექნიკური ხასიათისაა, მაგალითად ეხება სერვისთან დაკავშირებულ პრობლემებს ან გამოწერას, გთხოვთ, ჯერ იხილოთ ხშირად დასმული კითხვები (“FAQ”). თუ ვერ იპოვით თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს, დაგვიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით. წარმატებულ და სასიამოვნო სწავლას გისურვებთ! WordDive TeamA mighty mix of language…

კითხვის გაგრძელება