არქივი თვეების მიხედვით

დეკემბერი 2015

საინფორმაციო წერილი

რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენები?

დეკემბერი 25, 2015

ცხადია, რომ მეორე ენის ცოდნა ბევრ რამეს ამარტივებს ჩვენს ცხოვრებაში: მოგზაურობას, ინფორმაციის მოძიებას, სამსახურის პოვნას, ადამიანებთან კომუნიკაციას. მაგრამ იცით თუ არა, რომ თავად სწავლის პროცესი აუმჯობესებს თქვენს ინტელექტს, მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს? ზოგადად, რაც უფრო ადრე იწყებთ ენის სწავლას, მით უკეთესია, თუმცა ენის სწავლას სარგებელი თქვენი გონებისთვის ნებისმიერ ასაკში მოაქვს. WordDive TeamA mighty mix of language learning professionals, engineers, designers, user interface developers, gamers and psychologists. https://www.worddive.com…

კითხვის გაგრძელება

საინფორმაციო წერილი

შვედური არსებითი სახელების ჯგუფები

დეკემბერი 21, 2015

იცით თუ არა, რომ შვედურ ენაში არსებითი სახელები ხუთ სხვადასხვა ჯგუფად იყოფა? არტიკლის (en ან ett) ცოდნის გარდა, სიტყვის სწორად გამოსაყენებლად იმის ცოდნაცაა აუცილებელი, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება სიტყვა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ სავარჯიშოებში არსებითი სახელის ჯგუფი მის გვერდით ბრჭყალებში ჩაგვეწერა (როგორც სურათზეა ნაჩვენები). გირჩევთ, რომ არსებითი სახელები და მათი ჯგუფი ერთდროულად დაიმახსოვროთ. ჯგუფებზე მეტის გაგება კი ჩვენს შვედური გრამატიკის მოკლე სახელმძღვანელოში შეგიძლიათ. ნომრების დამატება უკვე დავიწყეთ და თქვენ მათ ნელ–ნელა შეამჩნევთ – თავიდან გაძლიერებული დონის კურსებში. ვარჯიშისას ამ ნომრების მიწერა საჭირო არ არის,…

კითხვის გაგრძელება

კატი, დივონ–ლე–ბენი: WordDive მშვენიერი არჩევანია დედისთვის

დეკემბერი 15, 2015

უეცრად მოგვიწია ჰელსინკიდან ცენტრალურ ევროპაში გადასვლა – ჩემმა ქმარმა ჟენევაში გრძელვადიანი პროექტი დაიწყო. ამის შესახებ მაისში გავიგეთ – მაისის მიწურულსვე კი უკვე საფრანგეთის აღმოსავლეთით, შვეიცარიის საზღვართან ახლოს პატარა ქალაქში, დივონ–ლე–ბენში ვცხოვრობდით. ალბათ, ხვდებით, რომ ორი შვილის დედას ენობრივ ბარიერებზე ფიქრის დრო არ მქონდა და ეს შემაფერხებელი გარემოება მარტო ჩამოსვლილას გამახსენდა. არადა, ჩემი ფრანგული კატასტროფული იყო… იმ წამსვე დავიწყე ფრანგულის ონლაინ–კურსის ძებნა. ორი შვილი მყავს, უფროსი უკვე დადის ადგილობრივ სკოლაში, მე კი სახლში ვრჩები უმცროსთან ერთად – ის ჯერ მხოლოდ ერთი…

კითხვის გაგრძელება

სეპო, ტორევიეადან: WordDive ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა

დეკემბერი 15, 2015

ამ გაზაფხულზე მეგობარმა მირჩია WordDive–ის გამოყენება. მე და ჩემი ცოლი პენსიაზე ვართ და ზამთარს ხშირად ესპანეთში ან კანარის კუნძულებზე ვატარებთ. სიმართლე რომ ვთქვა, ენების სწავლა დიდად არასდროს არ მეხერხებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მეცადა WordDive.  ესპანურის უფასო საცდელი კურსით დავიწყე და ისე მომეწონა, რომ ფინეთში დავბრუნდი თუ არა, იმ წამსვე შევიძინე ექვსთვიანი ამომწურავი კურსი. მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ვვარჯიშობ, 20 ან 30 წუთი მაინც. ესპანეთი ძალიან მოგვწონს და ცხოვრებაც აქ გაცილებით იაფია, ვიდრე ფინეთში. ამჟამად ჩვენი საყვარელი ადგილი არის ტორევიეა,…

კითხვის გაგრძელება

აინო: უმაღლეს შედეგს უნდა მივაღწიო!

დეკემბერი 15, 2015

WordDive აღმოვაჩინე, როცა ჩემი შვილისთვის ვეძებდი ინგლისურის კურსს. როცა WordDive ვიპოვეთ, მივხვდი, რომ მეც შემეძლო ასე მესწავლა ენა. ყოველთვის თითქოს უფრო მათემატიკური აზროვნება მქონდა. ჰელსინკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დავასრულე, ახლა დიჯიტალიზაციის მკვლევარი ვარ. რეალურად, ინგლისური სამუშაში ყოველდღე მჭირდება, მაგალითად ყველა რეპორტი იწერება ინგლისურად. მაგრამ რატომღაც არ მომსვლია აზრად დამეწყო ინგლისურის კურსის გავლა.. თუმცა ამ პროგრამამ ძალიან გამიტაცა. თითქოს ხშირად მიწევდა ინგლისურის გამოყენება, მაგრამ ჩემი ლექსიკური მარაგი არასრულფასოვანი იყო და ყოველთვის მიწევდა სიტყვების ძებნა, თუ რამის თქმას ვაპირებდი ზეპირად. WordDive–ზე სწავლა ზაფხულში…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები საინფორმაციო წერილი

სამუ გერმანელ აბიტურიენტებს ეჯიბრება

დეკემბერი 14, 2015

სამუ ჰაბერი, Sunrise Avenue-ს ფრონტმენი და მუსიკოსი, შეუერთდა WordDive-ს და ეხმარება გერმანელ აბიტურიენტებს ინგლისურის გამოცდაში მაღალი ქულა მიიღონ. სამუმ დატესტა და დაასრულა ინგლისურის მოსამზადებელი კურსი, ახლა კი გერმანელ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სცადონ, მასზე უკეთესი შედეგი მიიღონ. ამისთვის, მათ სამუზე სწრაფად უნდა დაასრულონ თითოეული კურსი. “ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ ასეთი კარგი პროდუქტის განვითარებაში, რომლის საბოლოო მიზანია ადამიანებს უკეთ ესმოდეთ ერთმანეთის. ჩემმა სამუშაომ არაერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ენის ცოდა. იმედი მაქვს, ჩემი მაგალი მართლაც შთააგონებს სხვებს ისწავლონ მეტი და მიიღონ უფრო…

კითხვის გაგრძელება