არქივი თვეების მიხედვით

ნოემბერი 2015

ახალი კურსები კატეგორიის გარეშე

ისწავლეთ რუსული ენის საწყისები და გრამატიკა უფასოდ

ნოემბერი 30, 2015

WordDive-ის ინგლისურის, ესპანურის, შვედურისა და ფინურის გრამატიკის უფასო სახელმძღვანელოები უკვე ძალიან ბევრს გამოადგა. დღეს კი სასიამოვნო ამბავი გვაქვს იმათთვის, ვისაც რუსულის სწავლა უნდა – მზად არის შესავალი რუსულ გრამატიკაში! ამ სასიამოვნო საჩუქრით გადავწყვიტეთ აღვნიშნოთ რუსული გრამატიკის სახელმძღვანელოს გამოქვეყნება, რომელშიც ახლა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის შეკრული. შეგიძლიათ რიგ–რიგობით მიჰყვეთ თემებს ან მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ თემებს გადახედოთ. WordDive გუნდი წარმატებულ და სასიამოვნო სწავლას გისურვებთ! WordDive TeamA mighty mix of language learning professionals, engineers, designers, user interface developers, gamers and psychologists. https://www.worddive.com…

კითხვის გაგრძელება

საინფორმაციო წერილი

WordDive მეთოდი მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვების სწავლა

ნოემბერი 20, 2015

ვინმემ თუ არ იცის ზუსტად, როგორ მუშაობს WordDive  ხშირად დაიბნევა ხოლმე: “ეს რამე ახალი მეთოდია სიტყვების სწავლის?” ჰმ, ნაწილობრივ ეს სწორია. WordDive-ზე უამრავ ახალ სიტყვას ისწავლით. მაგრამ – არამხოლოდ სიტყვებს. WordDive გასწავლით და გაჩვევთ ენას მთლიანად, ისეთს, როგორსაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვდებით. 1 სასწავლო ერთეული არის საშუალოდ 10 სიტყვა (პასუხი, აღწერა, სინონიმები და წინადადება-მაგალითი) ამიტომ, როცა A2 დონეზე ახვალთ და 200 პერმანენტული ერთეული გექნებათ დაგროვილი, თქვენი პასიური მარაგი დაახლოებით 2000 სიტყვა იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქალაქში გზას გაიკვალავთ…

კითხვის გაგრძელება

Uncategorized ახალი კურსები

ისწავლეთ გრამატიკა მობილური აპლიკაციით

ნოემბერი 18, 2015

უკვე იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციას? კარგი ამბები გვაქვს თქვენთვის: მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად ის განვაახლეთ და მასში გრამატიკული სავარჯიშო დავამატეთ. რომ შევაჯამოთ, აი, რა შეიცვალა განახლებულ აპლიკაციაში, ვერსია 2.5: დაემატა გრამატიკული სავარჯიშო დაემატა ახალი ენა: თურქული ხელი შევავლეთ დიზაინს ფერები უფრო ნათელია და ფონტების კითხვა უფრო მარტივია გრამატიკული კურსები უკვე არის შემდეგი ენების პაკეტებში: ინგლისური, ესპანური, გერმანული, შვედური, ფინური და ახლი კურსებიც განუწყვეტლივ ემატება ამ სიას. განახლებული ვერსია 2.5, რომელშიც შესაძლებელია გრამატიკის და ახალი ენის – თურქულის სწავლა, უკვე მისაწვდომია Apple App…

კითხვის გაგრძელება

ახალი კურსები

თქვენ გინდოდათ – ჩვენ შევასრულეთ! ახლა WordDive თურქულის კურსსაც გთავაზობთ

ნოემბერი 16, 2015

მეგობრებო, თქვენთვის გადასარევი ამბები გვაქვს! ახლა WordDive-ზე სხვა 11 ენის გარდა თურქულის სწავლაც შეგიძლიათ! თურქულის ამომწურავი კურსი შექმნილია როგორც იმათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ენის შესწავლას, ასევე იმათთვის ვინც რაღაც მინიმუმს უკვე ფლობს. ის შეიცავს ლექსიკას, რომელიც გამოგადგებათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მუშაობისას და დასვენებისას. თურქულის ამომწურავი კურსების პაკეტი შედგება 6 სხვადასხვა ლექსიკური კურსისგან და ჯამში ათასზე მეტ სიტყვასა და ფრაზას შეგასწავლით. მოკლედ, თუ თქვენი გეგმები ასე თუ ისე უკავშირდება თურქეთს – იქნება ეს განათლების მიღება, მუშაობა თუ უბრალოდ ზაფხულში დასასვენებლად…

კითხვის გაგრძელება

Uncategorized ახალი კურსები

ისწავლეთ ფინური ჩვენი ახალი კურსებით

ნოემბერი 5, 2015

კარგი ამბები გვაქვს! ფინურის ამომწურავ პაკეტს კიდევ რამდენიმე კურსი ემატება. ახლა ფინური გრამატიკის ორი ახალი თემის სწავლა შეგიძლიათ: ადგილის ბრუნვების (ლოკატივების) და ზედსართავების შედარების. ადგილის ბრუნვები – ლოკატივები ისწავლეთ ლოკატივების სწორად გამოყენება! ფინურში ლოკატივები გამოხატავენ როგორც ადგილმდებარეობას, ასევე მიმართულებას ან მოძრაობას. მაგალითად, წინადადებაში “Matkustan junalla Tampereelta Helsinkiin” (ტამპერედან ჰელსინკიში) სამი სხვადასხვა ლოკატივია გამოყენებული. ლოკატივები თითქმის ყველა წინადადებაში შეიძლება, შეგხვდეთ, ამიტომ, მათი სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. კურსს მარტივად გაივლიან როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონეზე მყოფი მოსწავლეები. ზედსართავების შედარება ზედსართავი სახელების გამოყენება ასევე…

კითხვის გაგრძელება

კატეგორიის გარეშე სასარგებლო პოსტები

10 საუკეთესო სიტყვა, რომელიც თქვენს CV–ში უნდა იყოს – ინგლისურად და ქართულად

ნოემბერი 5, 2015

Forbes–ის კვლევამ გამოავლინა 5 ნიშან–თვისება, რომლებსაც დამსაქმებლები და HR ეძებენ კანდიდატებში. აი, ისინი: Professionalism (86%) – პროფესიონალიზმი. ალბათ, არ გაგკვირვებიათ, რომ მომავალი უფროსისთვის პირველ ადგილზე თქვენი პროფესიონალიზმი დგას. High-energy (78%) – ენერგიულობა. Сonfidence (61%) – თავდაჯერებულობა. დამსაქმებლები ამბობენ, რომ ხასიათის სწორედ ეს თვისება აკლიათ ყველაზე მეტად როგორც მათ თანამშრომლებს, ასევე კანდიდატებს. Self-monitoring (58%) – თვითკონტროლი. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ იმუშავოთ დამოუკიდებლად და არა მხოლოდ შეასრულოთ, არამედ განსაზღვროთ კიდევაც გასაკეთებელი საქმეები. Intellectual curiosity (57%) – ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა. არ თქვათ, რომ მარტივად სწავლობთ…

კითხვის გაგრძელება