ახალი კურსები

2 ახალი კურსი, რომელიც თქვენს შვედურს გააუმჯობესებს

მარტი 7, 2016

SWE_courses

 

სკანდინავურ ქვეყნებში შვედური ძალიან მნიშვნელოვანი ენაა, როგორც სწავლისთვის, ასევე სამუშაოსთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიხარია, რომ შვედურის ამომწურავ პაკეტს ორი გაძლიერებული დონის კურსი დავუმატეთ: შვედური ბიზნესისთვის  და შვედური არსებითი სახელების ბრუნება.

ეს კურსები შემდეგ საკითხებს შეგასწავლით:

 შვედური ბიზნესისთვის

თუ სკანდინავურ ქვეყნებში ნებისმიერი სახის საქმიანი კავშირების დახმარება გინდათ, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი. იგი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვინც უკვე ფლობს საწყისებს, მაგრამ სურს სპეციფიკური ლექსიკის შესწავლა.კონკრეტულად კი, აი, ამ თემებს გასწავლით:

  • ზოგადი საქმიანი ლექსიკა
  • სამუშაო გარემო
  • ვაჭრობა
  • ფინანსები და ანგარიში

 

 შვედური არსებითი სახელების ბრუნება

შვედური არსებითი სახელები ორ გრამატიკულ სქესად იყოფა (en/ett) და ხუთ განსხვავებულ ჯგუფად.  ჯგუფების სწავლა აუცილებელია იმისთვის, რომ სწორი არტიკლის გამოყენება და სახელების სწორად ბრუნება შეგვეძლოს. ბრუნების  სწავლა ძირითადად საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ WordDive მეთოდი ამ პროცესს ამარტივებს და ახალისებს.
ეს კურსი როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო დონის მოსწავლეებს გამოადგებათ.

გახსოვდეთ, რომ არსებითი სახელების ჯგუფების სწავლა სიტყვების სწავლის პარალელურად შეგიძლიათ, მათ შესახებ მეტის გასაგებად კი WordDive–ის შვედური გრამატიკის მოკლე სახელმძღვანელოს შეგიძლიათ, ეწვიოთ.

ჩვენი მომხმარებლებისგან მიღებული კომენტარების საფუძველზე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვედურის ჩვენი კურსები ნამდვილად ძალიან მაგარ შედეგს იძლევა. ამის მაგალითად ამ ფინელი სტუდენტის ისტორია გამოგვადგება. ამის გარდა, ის მოსწავლეები, ვინც ჩვენი კურსებით საგამოცდოდ ემზადება, ასევე ძალიან კმაყოფილი არიან: მათგან 97% ურჩევს ჩვენს კურსებს თავიანთ ნაცნობებს. ამიტომ, თუ შვედურის სწავლა გინდათ ჩვენი კურსები ნამდვილად საუკეთესო არჩევანია!

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.