ახალი კურსები საინფორმაციო წერილი

სამუ გერმანელ აბიტურიენტებს ეჯიბრება

დეკემბერი 14, 2015

სამუ ჰაბერი, Sunrise Avenue-ს ფრონტმენი და მუსიკოსი, შეუერთდა WordDive-ს და ეხმარება გერმანელ აბიტურიენტებს ინგლისურის გამოცდაში მაღალი ქულა მიიღონ.

Schlag den Samu

სამუმ დატესტა და დაასრულა ინგლისურის მოსამზადებელი კურსი, ახლა კი გერმანელ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სცადონ, მასზე უკეთესი შედეგი მიიღონ. ამისთვის, მათ სამუზე სწრაფად უნდა დაასრულონ თითოეული კურსი.

“ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ ასეთი კარგი პროდუქტის განვითარებაში, რომლის საბოლოო მიზანია ადამიანებს უკეთ ესმოდეთ ერთმანეთის. ჩემმა სამუშაომ არაერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ენის ცოდა. იმედი მაქვს, ჩემი მაგალი მართლაც შთააგონებს სხვებს ისწავლონ მეტი და მიიღონ უფრო მაღალი ქულები.” ამბობს სამუ ჰაბერი.

სხვათაშორის, ძალიან გვაინტერესებს, თქვენ გსმენიათ თუ არა სამუს შესახებ. გერმანიაში ის ძალიან პოპულარულია – მისი ალბომები ძირითადად პლატინის დისკებად იქცევა, მისი სიმღერები კი ჩარტების მუდმივი ლიდერია. სამუ ასევე იყო გერმანული “ხმის” ჟიური ორი სეზონის განმავლობაში.

2015 წლის დეკემბერში ჩვენი კურსი “ინგლისური გერმანელი აბიტურიენტებისთვის” გახდა ედისონის 2016 წლის ჯილდოს ნომინანტი. ედისონის ჯილდო არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გადაეცამა განსაკუთრებულად კარგ, მომხმარებელზე კონცენტირებულ ინოვაციურ პროდუქტებს.

WordDive ყველა აბიტურიენტს წარმატებულ და სასიამოვნო სწავლას უსურვებს

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.