სასარგებლო პოსტები

როგორ ვისწავლოთ რამდენიმე ენა ერთდროულად

იანვარი 15, 2016

böcker

71 წლის იააკო კაარია ენების სწავლის ვეტერანია – ახლა კი იგი ერთდროულად სამ ენას სწავლობს: რუსულს, იტალიურსა და ესპანურს.

WordDive მეთოდით ვარჯიშს კაარია ენის კურსებსა და უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობას უმატებს და მისი თქმით, სამი ენის ერთად სწავლა მას არანაირ პრობლემებს არ უქმნის.

  • რუს მეგობარს კვირაში ორჯერ ვხვდები – იგი რუსულს მასწავლის, მე კი ფინურს. თავიდან ჩვენი შეხვედრები ძალიან მხიარული იყო, იმიტომ რომ საერთო ენა არ გვქონდა – ინგლისური საერთოდ არ იცის. ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი რუსი გავიცანი, რომელსაც იტალიური აინტერესებს და, ალბათ, ერთად ვისწავლით ამ ენას.

იააკო კაარია იწერს ყველა სიტყვას, რასაც WordDive-ზე სწავლობს, ამიტომ მას სამი ბლოკნოტი აქვს – თითო თითო ენისთვის. *

flaggor

  • რამდენიმე ენის ერთად სწავლა არ მიჭირს. ჩემი ლექსიკური მარაგი სწრაფად იზრდება, ენაზე ლაპარაკს კი… ლაპარაკით ვსწავლობ. დამიჯერეთ, სხვა გზა არ არის. წადით სამოგზაუროდ ან დაუმეგობრდით უცხოელს.  გამოიყენეთ თქვენი ცოდნა პრაქტიკაში!

კაარა თვლის, რომ სწავლის შედეგების ნახვა უდიდესი სტიმულია ენობრივი უნარების დასახვეწად. უცხო ენებს იგი ყოველთვის სწავლობდა, მაგრამ ადრე შედეგები არც ისე კარგი იყო – მაგალითად, სამსახურში ინგლისურის გამოყენება ყოველთვის უჭირდა. WordDive მეთოდით სწავლა კი სასიამოვნო სურპრიზად იქცა.

  • როცა პენსიაზე გადიხარ, ბევრი თავისუფალი დრო გიჩნდება. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ სოლიტერის თამაშის მაგივრად, WordDive-ზე ენის სწავლა დამეწყო. რუსეთში შემდეგი მოგზაურობისასვე შევნიშნე ეფექტი: არამხოლოდ შემეძლო სხვადასხვა კითხვების დასმა, პასუხსაც კარგად ვიგებდი.

იააკოს უკანასკნელი გატაცება ესპანურია. შარშან კანარის კუნძულებზე მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ გავრცელებული მითების მიუხედავად, იტალიურის ცოდნა ესპანურენოვან ქვეყნებში დიდი ვერაფერი შეღავათია.

  • ესპანური ლექსიკა განსხვავდება იტალიურისგან – ალბათ, ამიტომაც არ მეშლება ეს ორი ენა ერთმანეთში. გრამატიკა, კი, მსგავსია და ეს ძალიან ამარტივებს სწავლას.

 

გინდათ, ერთდროულად რამდენიმე ენის სწავლა? აი, რამდენიმე რჩევა რომელიც ჩვენ გამოგვადგა:

  1. ენები მკვეთრად უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან

ანუ: უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა ადამიანებთან. ინგლისური – სამუშაო ენა, ესპანურისთვის – ვიპოვოთ უცხოელი მეგობარი, რუსულად კი მეზობელ ბებოს ველაპარაკოთ. თუმცა, ასე დაყოფა თუ რთულია ან ახლა იწყებთ ენის სწავლას, გამოიყენეთ მუსიკა – შეარჩიეთ თითო სიმღერა თითო ენისთვის და უსმინეთ ვარჯიშის დაწყების წინ. აი, რას ვუსმენდი მე ფრანგულის სწავლისას: Le vent nous portera

  1. ისწავლეთ მსგავსი თემები ერთდროულად

თუ, მაგალითად, ინგლისურის და გერმანულის ამომწურავი პაკეტები გაქვთ, ისწავლეთ ორივე ენაში ერთი და იგივე კურსები. ამით პრაიმინგის კოგნიტურ ეფექტს გამოიწვევთ. პრაიმინგი ნიშნავს, რომ ის, რაზეც იფიქრეთ, გავლენას ახდენს იმაზე, რაზეც იფიქრებთ შემდეგ. შესაბამისად, თუ ისწავლით, როგორ არის სტაფილო ინგლისურად, უფრო მარტივად დაიმახსოვრებთ იმავე სიტყვას გერმანულადაც, იმიტომ რომ თქვენი გონება უკვე ორიენტირებულია სტაფილოებზე. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გამოგადგებათ, თუ რომელიმე ენა უკეთ იცით, ვიდრე მეორე – ისწავლით მეორე ენა პირველის მეშვეობით. როცა ფრანგულის მერე ფინურზე გადავედი, ფინურის სავარჯიშოებს ფრანგული თარგმანი ჩავურთე და ასე ფინურსაც ვსწავლობდი და ფრანგულსაც ვიმეორებდი.

  1. გამოიყენეთ ენა რეალურ ცხოვრებაში

ცხადია, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან თუნდაც იპოვოთ უცხოელი მეგობარი შეიძლება არც ისე მარტივი იყოს, მაგრამ საყიდლების სიის გერმანულად დაწერა ნამდვილად მარტივია. ასევე არ არის რთული უსმინოთ იტალიურ მუსიკას ან უყუროთ ფილმებს ინგლისური სუბტიტრებით. ცოტაოდენი ფანტაზია და ნებისმიერი უცხო ენისთვის იპოვით ადგილს ყოვლდღიურ ყოფაში)

*  თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ, ჩვენ გვაქვს ასეთი გვერდი: ლექსიკონი

აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა სიტყვა, რომელიც გისწავლიათ, თავისი მაგალითებით, თარგმანითა და გახმოვანებით.

vocabulary_GEO

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.