ახალი კურსები საინფორმაციო წერილი

რა ხდება, თუ თქვენი პასუხი თითქმის სწორია?

მაისი 9, 2016

ენების სწავლისას შეცდომებს ყველა უშვებს – ეს ბუნებრივი პროცესია. დიდი ალბათობით, სანამ სიტყვას ან ფრაზას მთლიანად დაიმახსოვრებთ, თქვენ იგი ნაწილობრივ გამახსოვრდებათ. სწორედ ამიტომ WordDive ნებისმიერი წარმატებული მცდელობისას გამხნევებთ და დამატებით ქულებს გაძლევთ.

პროგრამაში პასუხის გაცემის შემდეგ თქვენ დაინახავთ პასუხის ხატულად, რომელიც შეგატყობინებთ, რამდენად სწორად უპასუხეთ და რამდენი ქულა მიიღეთ. ჯამში ხუთი განსხვავებული ხატულა გვაქვს:

wrong_answerარასწორი. ამჯერად პასუხის ველი ცარიელი იყო, ან პასუხი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა. თუმცა ქულებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ მიიღებთ, მთავარი ისაა, რომ WordDive ამ სასწავლო ერთეულს ზუსტად იმდენჯერ გაგამეორებინებთ, რამდენიც საჭიროა რომ იგი პერმანენტულად დაიმახსოვროთ.

 

good_tryკარგი მცდელობა.  თქვენი პასუხი თითქმის სწორი იყო, ან ერგებოდა სიტუაციას, მაგრამ არ აღმოჩნდა ის კონკრეტული სასწავლო ერთეული, რომელიც მოითხოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გააუმჯობესეთ შედეგი და ამიტომ რამდენიმე ქულას იმსახურებთ. სწორ პასუხსაც დაუყოვნებლივ გაჩვენებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ სწორედ მას დაიმახსოვრებთ.

Correct_by_listeningსწორია მოსმენის შემდეგ. პასუხი იყო სწორი ან თითქმის სწორი მოსმენის შედეგად და თქვენ რამდენიმე ქულას მიიღებთ. უკვე კარგია, მაგრამ საჭიროა მეტი ვარჯიში იმისთვის, რომ ერთეული პერმანენტულად დაიმახსოვროთ.

 

Almost_correctთითქმის სწორი. სავარაუდოდ, ეს ერთეული უკვე კარგად იცით, მაგრამ შეგეშალათ მახვილის ნიშანი (qué/que), დიდი ასოს გამოყენება (Tuesday/tuesday) ან დაუშვით სხვა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შეცდომა. შესაბამისად, თქვენ თითქმის სრულ ქულას მიიღებთ. ცოტაც და ერთეული იდეალურად გემახსოვრებათ!

 

Fully_correctსწორი. თქვენი პასუხი აბსოლუტურად სწორია და თქვენ რვავე ქულას იღებთ. სასწავლო ერთეული თქვენს მოკლევადიან მეხსიერებაში სწორი ფორმით არის შენახული. მშვენიერია! საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო ერთეული შეიძლება კიდევ რამდენჯერმე გაიმეოროთ, სანამ მას პერმანენტულად არ დაიმახსოვრებთ.

 

როგორც ხედავთ, პასუხის ხატულები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით, ამიტომ აუცილებელია, მათ ყურადღება მიაქციოთ.  მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გვერდს დახმარება.

 

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.