Articles

ლინგვისტი ამტკიცებს: WordDive-ის გამოყენება დაგეხმარებათ უცხო ენაზე ლაპარაკი დაიწყოთ

ივნისი 26, 2015

“WordDive–ის მოსმენისა და ჩაწერის მეთოდი ეხმარება მოსწავლეს ფონემასა და ასოს შორის კავშირის დადგენაში”,  წერს ლინგვისტი  მაიუ მაკელა თავის სადიპლომო ნაშრომში იუვასკულას უნივერსიტეტის ენების დეპარტამენტისთვის. კვლევის მონაწილეების 75 პროცენტი ამბობს, რომ WordDive–ის დახმარებით მათი ლაპარაკის უნარი საგრძნობლად განვითარდა.

Maiju Mäkeläმაიუ მაკელას კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, რომლებიც იყენებდნენ WordDive–ს ფინურის სწავლისას. კვლევის მიხედვით, WordDive–ზე ნასწავლი ლექსიკა მართლაც ადგებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში წერისას და ლაპარაკისას.

ამის გარდა, ბევრმა მომხმარებლმა ცალკე გამოყო WordDive–ის ილუსტრაციები, რომელთა დახმარებითაც უმარტივდებოდათ სიტყვის მნიშვნელობის გაგება.

მაკელა თვლის, რომ დამწყები დონის მოსწავლეებიც კი არიან დაინტერესებული ფრაზებისა და იდიომების სწავლით. მისი აზრით, WordDive–ის მიერ გამოყენებული სამაგალითო წინადადებებით ისწავლება არა მხოლოდ მნიშნველოვანი ფრაზები, არამედ გრამატიკის ისეთი თემები, როგორიცაა ბრუნება ან უღლება. თუმცა მაკელა  აღნიშნავს, რომ გრამატიკის ცალკე მეცადინეობა კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა.

ჩვენც აბსოლურად ვეთანხმებით მაკელას. სწორედ სწავლის ეფექტურობის გასასზრდელად WordDive–ზე შეიქმნა  გრამატიკის სახელმძღვანელოები და ინტენსიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ენებისთვის გრამატიკული კურსების დასამატებლად. მაგალითად, ინგლისურის ამომწურავ კურსში ახლა შემდეგი გრამატიკული კურსებიცაა მისაწვდომი: ფრაზული ზმნები, უწესო ზმნები და გრამატიკის ზოგადი კურსი.

წარმატებულ და სასიამოვნო სწავლას გისურვებთ, მეგობრებო!

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.