ახალი კურსები

ისწავლეთ იტალიურის გრამატიკა

მარტი 3, 2016

Buongiorno! ყველასთვის, ვინც იტალიურს სწავლობს შესანიშნავი ამბავი გვაქვს: მზადაა იტალიური ენის გრამატიკის პირველი კურსი. კურსი შეგასწავლით იტალიური ზმნების უღლებას აწმყო დროში და გამოსადეგი იქნება ყველა დამწყები მოსწავლისთვის.

იტალიურ ზმნებს აწმყო დროში აქვთ განსაკუთრებული ფორმა 6 პირიდან ყოველივესთვის – რაც შეიძლება რთულია იმათთვის, ვისთვისაც მშობლიური ენა ინგლისურია, თუმცა საკმაოდ მარტივი აღსაქმელია ჩვენთვის, ვისაც საუბარში ქართული ზმნების მსგავსი წესებით უღლება გვიწევს. თანაც WordDive მეთოდით ზმნების სწავლაც კი მარტივი და სასიამოვნოა!

italian_grammarკურსში იტალიური ზმნების უღლება აწმყო დროში თქვენ ისწავლით:

  • როგორ ისაუბროთ ყოველდღიურ ქმედებებზე გავრცელებული ზმნების გამოყენებით
  • როგორ აუღლოთ ზმნები ექვსივე პირში, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფორმაში
  • გაეცნობით წესიერი ზმნების უღლების ფორმებს და ასევე ისწავლით  რამდენიმე უწესო ზმნის უღლებას

ბონუსი: მაგალითებში გამოყენებული ფრაზები გასწავლით დროსთან დაკავშირებული გამოთქმების გამეყენებას და სხვა მნიშვნელოვან ლექსიკას. ამ კურსის გავლა ნამდვილად აუცილებალია, თუ იტალიურის თავისუფლად გამოყენება გინდათ!

P.S. ახალი კურსი შედის პაკეტში იტალიურის ამომწურავი კურსი და უკვე მისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს კურსი გააქტიურებული აქვს.

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.