სასარგებლო პოსტები

ვნახოთ, რამდენად კარგად აღიქვამთ ინგლისურს სმენით!

მარტი 27, 2016

თუ რაღაც დონეზე იცით ინგლისური და, მითუმეტეს, თუ მას ჩვენთან ერთად სწავლობთ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ გაარჩიოთ სმენით ცალკეული სიტყვები და ფრაზები. მაგრამ დროა ვნახოთ, როგორ უმკლავდებით დიდ ტექსტებს!
ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ხუთი სხვადასხვა ვიდეო – მოუსმინეთ და ივარჯიშეთ ინგლისურის სმენით აღქმაში.

1. 12 წუთი ძალიან მაგარი ასტროფიზიკოსი საკმაოდ სწრაფად და ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს ასტროფიზიკაზე ინგლისურად. ვიდეოს აქვს როგორც ინგლისური, ასევე.. ტამ ტამ ტამ… ქართული სუბტიტრებიც!

2. აქ კი მხიარული ქალბატონი გვიხსნით, რომელ სიტყვებში არ გამოითქმის ზოგი ასო. ძალიან სასარგებლო ვიდეოა. ერთვის ავტომატური ინგლისური სუბტიტრები (ანუ, ადამიანის დამზადებული არ არის და შეიძლება ყოველთვის ზუსტი არ იყოს).

3.რა იყო პირველი – კვერცხი თუ ქათამი? ASAP Science ამას მარტივად და სახალისოდ აგიხსნით. თანაც, ინგლისურად. ცოტა სწრაფად ლაპარაკობენ, სამაგიეროდ, კარგი სუბტიტრები ადევს, დაპაუზებაც სულ შეგიძლიათ ^_^

4.საინტერესო ვიდეო, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი წარმოდგენა დამოკიდებულებაზე. ქართული სუბტიტრებიც არის.

5.10 სლენგი (ჟარგონული გამოთქმა) რომელთაც გვაცნობენ და გვიხსნიან მარტივად გასაგები ინგლისურით. ნამდვილად გამოგადგებათ ინგლისელ მეგობრებთან საუბრისას ^_^

მოგეწონათ? მოგვწერეთ, თუ გინდათ, მსგავსი პოსტები უფრო ხშირად შევადგინოთ!

ისწავლეთ ინგლისური ჩვენთან ერთად – www.worddive.com/ge/learn-english

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.