Uncategorized

დაგეგმეთ სწავლა WordDive მეთოდით

თებერვალი 25, 2016

WordDive გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ როცა და სადაც გინდათ, იმდენი, რამდენიც გინდათ. თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია სწავლას მეტ–ნაკლებად სისტემატური ხასიათი მიეცეს. ეფექტური ვარჯიშისთვის საჭიროა დაგეგმოთ ვარჯიშის დრო, დაისახოთ ცხადი და მიღწევადი მიზანი და დააკვირდეთ პროგრესს. სასიამოვნო ბონუსი – ეს თქვენს მოტივაციაზეც აისახება!

წინა თვეში უკვე მოგიყევით, როგორ იპოვოთ დრო უცხო ენების სასწავლად, მაგრამ იცით თუ არა, რომ WordDive–ს აქვს თავისი მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელიც ვარჯიშის დაგეგმარებაში დაგეხმარებათ? ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი მიზნების მისაღწევად საჭირო ვარჯიშის დრო და ინტენსივობა.

როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი

როცა ახალი ენის სწავლას იწყებთ, WordDive  რაღაც დროის განმავლობაში დაადგენს თქვენს დონესა და სწავლის სიჩქარეს.  ვარჯიშის რამდენიმე დღის შემდეგ თქვენ, როგორც წესი, პირველ პერმანენტულ ერთეულებს აგროვებთ, რის შემდეგაც ეს ინსტრუმენტი თქვენთვის მისაწვდომი ხდება:სავარჯიშოს გვერდზე მთლიანი პროგრესის ველში უნდა აირჩიოთ “შეცვლა”.

1e8205b3-c18a-4e11-a3c0-d7e656fa66b5

შემდეგ იფიქრეთ, რამდენი დრო გინდათ, დაუთმოთ ენების სწავლას ყოველკვირეულად. სცადეთ, ისეთი გრაფიკი ააწყოთ, რომელიც თქვენგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად არ იქნება შეუძლებელი შესასრულებლად. იმ მონაცემების გამოყენებით, რომლებიც WordDive–ს უკვე აქვს თქვენზე, იგი გამოთვლის, რამდენ კვირაში მიაღწევთ შემდეგ დონეს!

a3eba41b-1a97-431e-b580-f49f0ba5d696

ადევნეთ თვალი თქვენს პროგრესს მთლიანი პროგრესის ველის შემოწმებით ან გადადით გვერდზე პარამეტრები და გამოიწერეთ ყოველკვირეული უფასო ანგარიში, რომელშიც თქვენი წინა კვირის მიღწევები იქნება ასახული. გახსოვდეთ, რომ სწავლის ტემპის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ: გაზარდოთ დატვირთვა ან, პირიქით, შეიმსუბუქოთ ვარჯიში. მაგრამ რაც უფრო მეტს სწავლობთ, მით უფრო ახლოს ხართ მიზანთან!

თუ ჯერ არ გიცდიათ ჩვენი დაგეგმარების ინსტრუმენტის გამოყენება, გამოიყენეთ იგი ახლავე და ნახეთ, როგორ გააუმჯობესებს თქვენს სწავლის პროცესს კარგი გეგმა და სისტემატიზაცია!

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.