Uncategorized ახალი კურსები

ახალი კურსები: რუსული ენის გრამატიკის სავარჯიშოები

თებერვალი 18, 2016

სიხარულით მოგახსენებთ, რომ რუსულის ამომწურავ პაკეტს  ორი ახალი გრამატიკული კურსი დავუმატეთ.

შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ რუსულის ცოდნის გაღრმავებას – ორივე კურსი დამწყებებზე არის გათვლილი.

Russian_grammar_GEO

ნაცვალსახელები და ზედსართავები

ამ კურსში თქვენ ბევრ სასარგებლო ნაცვალსახელსა და ზედსართავს ისწავლით. ეს ორი თემა ერთ კურსში იმიტომაა გაერთიანებული, რომ მათ საკმაოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ.

ნაცვალსახელებში კერძოდ პირისა და კუთვნილებით ნაცვალსახელებს გავეცნობით. მაგალითად, იმისთვის რომ თქვათ  “Спаси́бо тебе́” (გმადლობ) გჭირდებათ პირის ნაცვალსახელი შენ  –  “ты”. თუ გინდათ გამოხატოთ საკუთრება, მაშინ გჭირდებათ კუთვნილებითი ნაცვალსახელი: “Моё я́блоко в той су́мке” (ჩემი ვაშლი იმ ჩანთაშია).

ზედსართავები აღწერენ საგნების თვისებებს, მაგალითად ზომას, ფერს, ფორმას. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: “Э́та соба́ка ма́ленькая” (ის ძაღლი არის პატარა).

რუსული ენის გრამატიკაში სქესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კურსში ისიც დიდ როლს თამაშობს: თქვენ ისწავლით სიტყვებისთვის სწორი დაბოლოებების დართვას.

წინდებულები

ამ კურსის სწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის. წინდებულები რუსულში გამოხატავენ სად, როდის ან რატომ ხდება რაღაც. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ “Дава́й встре́тимся о́коло того́ до́ма” (მოდი, იმ სახლთან შევხვდეთ).

P.S. ახალი კურსები რუსულის ამომწურავი პაკეტის ნაწილია და უკვე მისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს კურსი გააქტიურებული აქვს.

ესეც დაგაინტერესებთ

კომენტარები ჯერ არ არის

პასუხის დატოვება

CAPTCHA: Are you human? * Time limit is exhausted. Please reload the CAPTCHA.